სამეგრელოში “კოვიდ19”-ის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 108 პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 535 ნიმუშებიდან 117 -ზე პასუხი დადებითია, – ამის შესახებ ინფორმაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“82 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 13 შემთხვევაა სენაკში, 12 შემთხვევა არის დადასტურებული ჩხოროწყუში, 9 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა გვაქვს ხობში.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 157 კოვიდ პაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე”, – ნათქვამია გუბერნიის მიერ გავრცელებულ კოვიდინფორმაციაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პირი.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 132 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები