გიორგი ტატუაშვილი: გილოცავთ!!! მინდა გახაროთ ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის ტენდერის გამოცხადდება

მსოფლიო ბანკისა და დმანისის მუნიციპალურის თანადაფინანსებით და დაკვეთით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დმანისსა და 19 დასახლებული პუნქტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მაგისტრალური მილსადენებისა, სამარაგო რეზერვუარების და ახალი შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”  მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

 სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება ხელშეკრულების დადებიდან 36  თვის ვადაში, რომელიც ითვალისწინებს სათავე-ნაგებობის მაგისტრალური მილსადენების, ახალი რეზერვუარებისა და ახალი შიდა ქსელის მოწყობას და მისი ღირებულება შეადგენს 35 881 792 . 00 ლარს.

პროექტი უზრუნველყოფს შემდეგი დასახლებული პუნქტების 24 საათიან  წყალმომარაგებას

1. ქ. დმანის მოსახლეობა შეადგენს 2675 ადამიანს

2. სოფ ანგრევანის მოსახლეობა 55 ადამიანი

3. სოფ კაკლიანი(აზერბაიჯანული) მოსახლეობა 330 ადამიანი

4. სოფ საფარლოს მოსახლეობა 335 ადამიანი

5. სოფ განთიადი მოსახლეობა 550 ადამიანი

6. სოფ ჯავახი მოსახლეობა 430 ადამიანი

7. სოფ ტნუსი მოსახლეობა 410 ადამიანი

8. სოფ დიდი დმანისი მოსახლეობა 660 ადამიანი

9. სოფ ბოსლები მოსახლეობა 430 ადამიანი

10. სოფ ვარდისუბნის მოსახლეობა 360 ადამიანი

11. სოფ პატარა დმანისი მოსახლეობა 130 ადამიანი

12. სოფ მაშავერა მოსახლეობა 655 ადამიანი

13. სოფ იაღუფლო მოსახლეობა 490 ადამიანი

14. სოფ პანტიანი მოსახლეობა 370 ადამიანი

15. სოფ შინდლარში მოსახლეობა 310 ადამიანი

16. სოფ ზემო ოროზმანში მოსახლეობა 630 ადამიანი

17. სოფ ქვემო ოროზმანში მოსახლეობა 368 ადამიანი

18. სოფ მთისძირში მოსახლეობა 220 ადამიანი

19. სოფ კიზილქილისა მოსახლეობა 235 ადამიანი

20. სოფ დალარში მოსახლეობა 185 ადამიანი.

დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გადადით მითითებულ ბმულზეhttps://tenders.procurement.gov.ge/public/?go=374640&lang=ge&fbclid=IwAR0bGI-vObJEu0IKR_fOLCduubK940cfJqWRkd0-7Pai44sfHblZ7k1A2vI

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები