იმერეთში კორონავირუსს შუახნის ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ. 54 წლის ქალი დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო.გარდაცვლილი სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო, მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, მკურნალობდა და წუხელ გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი ორი დღის წინ დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ისინი ქუთაისში ცხოვრობნენ. ცოლ-ქმირის ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში მათმა შვილმა დაწერა. მან მშობლებისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერცერთ საავადმყოფოში იპოვა. ისინი თავდაპირველად სახლში მკურნალობდნენ,  დამძიმების შემდეგ კი ქუთაისის კლინიკას მიმართეს, თუმცა მამაკაცის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი მიიღეს და ის საავადმყოფოდან გამოწერეს. შვილი იძულებული იყო მამა გორში წაეყვანა, თუმცა იქაც რეანიმაციაში ვერ მოათავსეს ადგილების არ არსებობის გამო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები