კოვიდინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევიდან 526 იმერეთში ფიქსირდება

ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

“თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში – 503, იმერეთში – 526, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 279, აჭარაში – 734.
მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში – 336, აჭარაში – 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი – მათ შორის, თბილისში – 124, აჭარაში – 79.

2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 37 019-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8, აჭარაში – 6, იმერეთში – 7, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 423 გარდაცვალების შემთხვევაა.

დღეის მდგომარეობით, იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 4 155.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები