კახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში კოვიდ 19- ის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით თელავში -237, დედოფლისწყაროში -29, გურჯაანში – 192, სიღნაღში -61, ყვარელში -95, ლაგოდეხში – 71, ახმეტაში -37, ხოლო საგარეჯოში კორონავირუსის 65 შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ჯამში 606 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 550 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 საკარანტინო ზონაში და 54 კოვიდკლინიკაში იმყოფება.
კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 179 – მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში 1383 მოქალაქე რჩება , თვითიზოლაციიდან კი 159 ადამიანი მოიხსნა.
კახეთში, დღემდე კოვიდ 19- ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 787 შეადგინა.