სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 25 პირი დაინფიცირდა

სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, რეგიონში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 625–მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები