გოჩა ენუქიძე: სახეზეა დესტრუქციული ძალების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა, რაც არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოში არ ჯდება

საქართველოს პარლამენტის წევრი, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.

როგორც ენუქიძე “რეგიონულ კვირასთან” აცხადებს, დღეს სახეზეა დესტრუქციული ძალების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა, რაც არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოში არ ჯდება.

„დღეს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ცხადად წარმოაჩენს ოპოზიციური ძალების რეალურ სახეს. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს შენება ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა და ამასთან, აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა პრიორიტეტია, ყველაფერს აქვს მკაცრად განსაზღვრული ნორმები.
არავინ და მათ შორის არც ოპოზიციამ, არ უნდა დაარღვიოს კანონი და ამასთან არ უნდა შეუქმნას საფრთხე კონკრეტული ინსტიტუტების ფუნქციონირებას. დღეს სახეზეა დესტრუქციული ძალების მხრიდან აშკარა დესტაბილიზაციის მცდელობა, რაც არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოში არ ჯდება. მოვუწოდებ ყველას, გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ხელი შეუწყონ არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები