ზუგდიდში სამხარეო პოლიციასთან ხმაურია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან 30 ოქტომბერს დაკავებული ორი არასრულწლოვანი პირის მშობლები აქციას მართავენ, ისინი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედა “რეგიონულ კვირას” უყვება, მისი შვილი და მეგობარი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან კვარაცხელია საჩივრის საფუძველზე დააკავეს.
მისივე მტკიცებით, ბავშვები მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ ისინი “ოცნების”მხარდამჭერები არიან.
“ჩვენი ბავშვები დააკავეს, არასრულწლოვნები. ერთ-ერთ აქვს გულის მანკი. ბავშვები 30 ოქტომბერს იყვნენ კაფეში საჭმელად შესული, ჭამდნენ პიცას და ლ.ზ.-ს ეცვა მაისური წარწერით 41. კაფეში ასევე, ვინც შემოვიდნენ ისინი იყვნენ სააკაშვილის პარტიიდან, მთვრალები იყვნენ, ბავშვებს დაუწყეს ჩხუბი, შეურაცხყოფა, გინება. ბავშვები ეუბნებიდნენ თავი დაგვანებეთო, რა გინდათ ჩვენთანო. ამასობაში მ.-ს გაარტყეს ხელი და იგი წაიქცა.ლ.-ს დაახიეს ზედა მაისური. იმათმა ჩართეს ლაივი, რისი გამორთვაც მოთხოვეს ბავშვებმა მათ. ამ ვიდეოს წაშლა”, – განაცხადა ერთერთი დაკავებულის დედამ.
დაკავებული ბავშვების მშობლებს,
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი ცოტახნით გადაკეტილი ჰქოდათ, ადგილზე სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ზუგდიდში რამოდენიმე დღის წინ ორი არასრულწლოვანი დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.