ირაკლი ქადაგიშვილი: ნაცმოძრაობას აქვს მანიაკალური სწრაფვა ძალაუფლებისკენ

ის, რაც გუშინ საოლქო კომისიების შენობებთან მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” მართული იყო, მათ მანიაკალური სწრაფვა ამოძრავებთ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი, გუშინ საღამოს სხვადასხვა ქალაქებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან გამართულ საპროტესტო აქციებს.

„არჩევნების დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, რომ დაინახეს, აგებდნენ არჩვნებს, უცებ დაიწყეს მოქმედება, რომ რამენაირად რევოლუციურ სცენარში გადაეზარდათ. არ გამოვა ეს ამბავი, ევროპამ და მსოფლიო საზოგადოებამ დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით პოზიცია. ახლა ესენი არიან დუღილის ტემპერატურის მცდელობაში.
“კოვიდ 19″-ის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ. ეს ქმედებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არანაირი ინტერესი ქვეყნის და საზოგადოების მიმართ არ აქვთ, მათ აქვთ მანიაკალური სწრაფვა ხელისუფლებისკენ, ეს არის და ეს. საქართველოში არ გამოჩნდა მეტი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მეტად ფართო ხედვა შეიძლებოდა ქონოდა, ვიდრე „ნაცმოძრაობის” მიერ დამკვიდრებული ეს კლიშეებია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ირაკლი ქადაგიშვილმა საერთო ხმების 47,26% მოიპოვა, ხმების რაოდენობით  მეორე ადგილზე ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი 40,43% -ით გავიდა, სწორედ მიღებული შედეგების გათვალისწინებით, არჩვენების მეორე ტური კახეთის ერთ ოლქში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ბოტკოველმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები