“სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცება, რომ 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა უვადოდ გადადო, ტყუილია. კომისიის მდივნის ლარინა ლალიაშვის განცხადებით, სხდომა დღეს 19:00 საათზეა ჩანიშნული.
“სხდომა დღეს გაიმართება, 19:00 საათზე და განვიხილავთ შემოსულ საჩივრებს. 31-დან დღემდე სულ 44 საჩივარი შემოვიდა, არ დაკმაყოფილდა 15. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გაითხოვეს 3, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2, სრულად დაკმაყოფილდა 1, განუხილველია 17. დღეს პასუხი 6 საჩივარს გაეცემა”,- განაცხადა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის ორგანიზაციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ბლოკის წარმომადგენლებ საოლქო კომისიას საჩივრების განხილვის უვადო გადადებაში ადანაშაულებდნენ.
აღნიშნული საჩივრები საბოლოო შედეგზე არ იმოქმედებს.
შეგახსენებთ, ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.