იმერეთში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 საათის განმავლობაში, იმერეთში კორონავირუსის 368 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან მძიმე პაციენტები კოვიდმიმღებ კლინიკებში გადაიყვანეს.
ბოლო მონაცემით იმერეთში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 1 ქუთაისში დაფიქსირდა. 82 წლის ქალი ჩხობაძის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტი კლინიკაში ბათუმიდან გადაიყვანეს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
ცნობისთვის ვირუსის მზარდი სტატისტიკით იმერეთი მეორე ადგილზეა. რეგიონში თვითიზოლაციაში 4 177 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები