სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 55 შემთხვევა გამოვლინდა

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 55-ით გაიზარდა.

გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან 43 ახალციხეში, 10 – ადიგენში, 2 კი – ახალქალაქში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 600 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან გამოჯანმრთელებულია 68, ხოლო გარდაცვლილია – 9.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები