ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემები მოეწყობა
გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
სამუშაოებს 11 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
პროექტის ფარგლებში სოფლების- ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემები მოეწყობა.
დაინტერესებულ პირებს წინადადების წარდგენა 11 ნოემბრიდან – 17 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
წყალმომარაგების სისტემა სამივე სოფელში მოძველებულია. ასევე , რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული სატუმბო სადგური და ჭაბურღილები. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მაგისტრალური მილები.
პროექტის შედეგად აღნიშნული სოფლების მოსახლოება, ჯამში 2 500-ზე მეტი ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.
გამარჯვებული კომპანიამ სამუშაოები 17 თვეში უნდა დაასრულოს.