როგორია კოვიდსტატისტიკა ქვემო ქართლში

ქვემო ქართლში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 61 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 6 კლინიკა “რუსთავის” კოვიდცენტრში მკურნალობს.

რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ”რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ 4 ინფიცირებული რუსთაველია.

“დღეისთვის რუსთავსა და გარდაბანში გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. 4 რუსთაველია, ხოლო 2 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში. ვირუსული ინფექცია სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა”, – თქვეს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა და კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები