ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის რამდენიმე ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსით ინფიცირების რამდენინე შემთხვევა გამოვლინდა. პანსიონატის დირექტორის მალხაზ ბადირეიშვილის ინფორმაციით, ინფოცირებულია სამი ბენეფიციარი და ათი თანამშრომელი. ინფიცირებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, პანსიონატში რამდენიმე პირის ტესტის პასუხს ელოდებიან. მოხუცთა თავშესაფარში ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. პანსიონატში კარანტინია და როგორც ბენეფიციარები, ასევე თანამშრომლები შენობაში ცხოვრობენ. პანსიონატაში 98 ბენეფიციარი ყავთ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები