დავით წიტაიშვილის თქმით, ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა გაურკვეველი დროით გადაიდო
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლის აღდგენა გაურკვეველი დროით გადაიდო. ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტომ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.
როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა განაცხადა, ბაღების თანამშრომლების ნაწილს კოვიდ 19 დაუდასტურდა, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. წიტაიშვილი ამბობს, რომ რისკები მატულობს. მისივე თქმით, სავარაუდოდ სწავლა 2 კვირით შეწყდება, ხოლო შემდგომ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული.