ბათუმში რადიკალურმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები 8 ნოემბრამდე შეწყვიტა

ბათუმში საპროტესტო აქცია კვირამდე აღარ განახლდება. ამის შესახებ, გუშინ გვიან ღამით “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერებმა განაცხადეს. გადაწყვეტილება ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომოსიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღეს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების განმარტებით, რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის მობილიზებას იწყებენ და თბილისის პარალელურად 8 ნოემბრის ფართომასშტაბიანი აქციისთვის მოემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიორგი კირთაძე, ასევე “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტი – ხვიჩა მამულაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები