ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები განიხილეს
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს ოლქში შესული ექვსი საჩივარი განიხილეს.
“დღეს განვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები, 6 საჩივარი განვიხილეთ. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი დისციპლინარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, თითქმის ყველა დავაკმაყოფილეთ კომისიის სხდომაზე. 60/22 უბნის საჩივარს რაც შეეხება, საუბნო საარჩევნო კომისიის ბათილი ბიულეტენების გადათვლას ითხოვდნენ. ოქმში
მითითებული იყო 72 ბიულეტენი, შესაბამისად ეჭვს იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მდივნის ახსნა-განმარტება, რომ მას შეეშალა აღნიშნულის შეტანა ოქმში. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გავხსენით უბნის ბათილი ბიულეტენების კონვერტი და დავთვალეთ. შესაბამისად აქ ხომ აღმოჩნდა, რომ მდივნის ახსნა – განმარტება მართალია.
ყველა საჩივარს გაეცემა პასუხი საოლქო საარჩევნო კომისიაში, ზოგს წერილობით, ზოგი განიხილება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე”, – განაცხადა ბერდია ლომიძემ, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
საჩივრების განხილვა ოპოზიციის ხმაურის ფონზე წარიმართა.
“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი კახა ასკურავა ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ბრალს მათი წარმომადგენლებისთვის, სხდომის ჩატარების შესახებ გაურთხილებლობაში სდებს ბრალს.