ონში 3.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 ნოემბერს, 14 საათზე, ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 10კმ-ში, სოფელ ბაჯიხევიდან – 2კმ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.