ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველთვის საკუთარი კეთილდღეობა და ხელისუფლებაში მოსვლა აინტერესებდა – ასე გამოეხმაურა წყალტუბოს “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი რომეო ნიჟარაძე ოპოზიციის მიერ დღეს გამართულ საპროტესტო აქციებს.
“სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და მათ შორის ნაც.მოძრაობა არ იცავს იმ რეგულაციებს, რომელიც მოცემულია მედიკოსების მიერ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველთვის საკუთარი კეთილდღეობა და ხელისუფლებაში მოსვლა აინტერესებდა ,დღესაც მათთვის მთავარი რაიმე გზით დაიბრუნონ ხელისუფლება ისე, რომ ადამიანები არ ადარდებთ და მათ არაფრად თვლიან, არ უფრთხილდებიან თუნდაც მათ ამომრჩევლებსაც კი. ვფიქრობ, რომ ასეთი ქმედებების გამო მათ ხალხი განაჩენს გამოუტანს,თუმც განაჩენი ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებზე გამოუტანა-მათ წააგეს არჩევნები და მანამდე აპირებენ იყვირონ, სანამ თითქოს მათ გამარჯვებას ვინმე არ დაუდასტურებთ, ასეთი რამ კი არ მოხდება”,- განაცხადა ნიჟარაძემ.
“ოცნების” შტაბის ხელმძღვანელმა ენმ-ს კანდიდატის ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებებსაც უპასუხა.
“რაც შეეხება ქალბატონ ნანა ჟორჟოლიანს – მე მახსოვს სოციალურ ქსელში მის მიერ ატვირთული ოქმი, სადაც ამტკიცებდა, რომ არჩევნები გამიყალბესო, სამწუხაროდ მან როგორც ჩანს არ იცის საარჩევნო კოდექსი, სადაც წერია, რომ შეიძლება იმ ფონზე, რომ ადამიანები იყვნენ გადაღლილი და თან პანდემიისპირობებში მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანია, მოხდეს მექანიკური შეცდომები, არსებობს ასეთი ცნება- „შესწორების ოქმი“, სადაც კომისიის მიერ შედგენილი კომისიის ოქმის საფუძველზე ხდება შესწორება, ამ ოქმების შესწორებაზე ყველგან იყვნენ მათი წარმომადგენლები, აწერდნენ ხელს და ახლა აპროტესტებენ იმას, რასაც თვითონ ხელი მოაწერეს. ის ახლა ამტკიცებს, რომ თითქოს ვინმეს აშინებდნენ, ან ზეწოლას ახდენდნენ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.
ვთვლი, რომ ის და მისი მომხრეები, რომლებიც აპირებენ საოლქო კომისიში შესვლას, არის ყოვლად უკანონო, საარჩევნო კოდექსი პირდაპირ მიუთიტებს იმაზე, რომ კანდიდატებს ეკრძალებათ ოლქში შესვლა,ა რა მარტო ეკრძალებათ, არამედ მათთვის აკრძალულია იყვნენ წარმომადგენლებიც, ცხადია ქალბატონმა ნანა ჟორჟოლიანმა ეს არ იცის .მაგრამ როგორც ცანს მითვის მნიშვნელობა არა აქვს როგორია კანონი”,- აღნიშნა რომეო ნიჟარაძემ.