არცერთ საარჩევნო უბანზე ხმის დათვლასთან დაკავშირებით, საჩივრები და პრეტენზიები არ შემოსულა და რანაირად გავაყალბეთ არჩებნები?! ,- ასე უპასუხა, ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა, გაერთიანებული ოპიზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს ცესკომ ზუგდიდში “ხმები მოიპარა”.
მესხის განცხადებით, საოლქო კომისიის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება.
“107- უბანი, დამატებით ორი კოვიდუბანი, 109-ვე უბანზე სუბიუქტური პირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციიდან დამკვირვებლები, თან მათი პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრები, იგივე “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “პატრიოტთა ალიანსი”, არცერთ უბანზე არ ფიქსირდება ხმის დათვლასთან დაკავშირებით საჩივრები და პრეტენზიები, არც განსხვავებული აზრი ერთვის ოქმებს. ეს არის შეგნებული, კამპანიური ხასიათის საოგადოებრივი აზრის მანიპულაცია, მოქალაქეების დეზინფორმაცია. ეს არის შეგნებულად დისკრედიტაცია საარჩევო საოლქო კომისების და შესაბამისად კენჭისყრის შედეგების უნდობლობა. ისეთი ხალხი იყო გამოსული, რომლებსაც უბნებთან, არანაირი შეხება არ ჰქონია”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” მირანდა მესხმა.
ზუგდიდის #67 საოლქო კომისიასთან ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, ისინი გაყალბებული ხმების დასაცავად მოვიდნენ და საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვდნენ.
“ჩვენს უფლებებს ვიცავთ, ვითხოვთ, ვადამდელ არჩევნებს. მირანდა მესხის ადგილი ციხეშია, მოგვპარა ხმები. არჩევნები ჩატარდა დარღვევებით,ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას”,- აცხადებენ აქციის მონაწილე ახალგაზრდები.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
ასევე ადგილზე, რამდენიმეჯერ მცირე სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც აქციის მონაწილეები შეეცადნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ცესკოს შენობაში შესვლას.