მიმდინარე მოვლენები, პირდაპირ არის კანონის დარღვევა, ეს პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციის მოთხოვნით და ცდილობენ რომ ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც მათი ინიციატივით იმართება და თქვენ იცით, რომ კომისიაში ხმების გადათვლის პროცესი – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატი მარნეულსა და ბოლნისში ზაურ დარგალი ოპოზიციის მიერ საოლქო კომისიებთან გამართულ საპროტესტო აქციებს.
ზაურ დარგალის თქმით, ოპოზიციის ქმედებები ამ ეტაპზე, მხოლოდ დესტრუქციას და არეულობას ემსახურება.
“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში და ეს მეტყველებს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭირვალობაზე, პროცესის რეალობაზე და ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა ახლა ოპოზიცია იმიტომ, რომ იციან იქ გადათვლის შედეგად იგივე შედეგები იქნება. ეს პროცესი მიმართულია პროვოკაციებებზე და იმაზე, რომ ხელი შეუშალონ პროცესს და არჩევნების ლეგიტიმაციას. არჩევნების შედეგები აღიარებულია დასავლური ყველა პარტნიორის მხრიდან, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ძირითადი პრონციპები და დაცული იყო, ასევე დაცული იყო ამომრჩევლის უფლებები. ჩვენი გუნდი არის ღია, ჩვენ გამარჯვებულები ვართ ამ არჩევნებზე”,- განაცხადა ზაურ დარგალმა
დარგალმა ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები, სადაც დარღვეულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა რეკომენდაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოპოზიციის უპასიხმგებლობას მოსახლეობის მიმართ.
“ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას. როგორც წინასაარჩევნოდ, ოპოზიცია ახლაც უპასუხისმგებლოდ იქცევა და ეს ყველაფერი მიმართულია ერთადერთ შედეგზე, რომ პროვოკაციები და არეულობა შექმნან. ეს პროცესი, რომელიც მიდის ყველა კომპონენტი მოქმედებს ოპოზიციის უპასუხისმგებლობაზე. აქციებს ატარებენ, სადაც ასობით ადამიანს არ უკეთია პირბადე, ყველა რეკომენდაციის დარღვევით დადიან აქციებზე, როცა ამხელა ზრდა არის ინფიცირებულების და ასევე ყოველდღე იმატებს გარდაცვლილთა”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მოაწყო, აქციის მონაწილეები საოლქო კომისიის შენობებში შეჭრასაც ცდილობდნენ.