მარტვილში #65 საოლქოში კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
მარტვილში #65 საოლქოში კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც “რეგიონულ კვირას” მარტვილის მუნიცილაპიტეტის საკრებულოს წევრმა გიორგი ხორავამ განუცხადა, ოპოზიცია საოლქო კომისიას მუშაობაში ხელს მიზანმიმართულად უშლიდა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დაინტერესებულია ოპონენტების პროვოკაციაზე წამოგების მცდელობით.
“კომისიის წევრებს არ აცდიდნენ სხდომის ჩატარებას. ლამის ფანჯრიდან შედიოდნენ, უნდოდათ ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება, თუმცა არ გამოუვიდათ. ადგილზე პოლიციამ განმუხტა სიტუაცია. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან”,- განაცხადა გიორგი ხორვამ.
მარტვილის #65 საოლქო კომისია შემოსულ საჩივრებს განიხილავდა.