ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოს #58-ე საარჩევნო ოლქში შეჭრას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა ის შენობაში არ შეუშვეს. ჟორჟოლიანი და მისი მხარდამჭერები ცესკოს წინ აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა შენობაში შესვლა და საჩივრების განხილვაში მონაწილეობაა, რისი უფლებაც კანდიდატს არ აქვს. კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ნიჟარაძემ ჟორჟოლიანს მის კითხვებზე პასუხი წერილობით გამაუგზავნა და აღნიშნა რომ მათი გუნდის წარმომადგენელი განხილვაში მონაწილეობს და დაწვრილებით ინფორმაციას წარმომადგენელი გადასცემს.