ბათუმში ოპოზიციის აქციაზე მოქალაქეები დაშავდნენ
ბათუმში ოპოზიციის ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კირთაძე. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა აქციის მონაწილეები საოლქო კომისიაში შეჭრას ცდილობდნენ, მიწოლის შედეგად შენობის შუშა ჩაიმტვრა და აქციის მონაწილეები დაშავდნენ. დაშავებულია ადევე მედიის წარმომადგენელიც.
შეგახსენებთ, ბათუმში საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს.