ოპოზიცია ბათუმში საოლქო კომისიაში შეჭრას ცდილობს
ამ წუთებში ხმაურია ბათუმში, საოლქო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი ოპოზიციის აქტივისტები შენობაში შეჭრას ცდილობენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.