ოზურგეთის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

 

ხმაურია ამ წუთებში ოზურგეთის საარჩევნო კომისიაასთან, სადაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე შესული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან პრეტენზიას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომის შესახებ, მათი წარმომადგენლები გაფრთხილებულები არ ყოფილან.
კახა ასკურავამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბერდია ლომიძესთან შეხვედრა ითხოვა. ბერდია ლომიძემ მას განუცხადა, რომ სხდომის შესახებ ყველა საჩივრის ავტორი იყო გაფრთხილებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები