ბორჯომში ავარიას 23 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 23 წლის გოგო გარდაიცვალა. იგი მამასთან ერთად ადგილობრივ საავადმყოფოში იმ დღესვე გადაიყვანეს, თუმცა 23 წლის გოგო ფარული სისხლდენით გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ნათესავების ინფორმაციით, გოგონას საავადმყოფოში ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა სახლში იმ დღესვე გაწერეს.

“უთხრეს არაფერი გჭირს დაჟეჟილობები გაქვს მხოლოდო. გუშინ მერე ცუდად გახდა, გადაყვანის დროს გაუჩერდა გული. ვერც მიასწრეს მისვლა”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ოჯახის ახლობელმა.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში 1 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა.

ცნობისთვის, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები