ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა ყაზახეთის ოკჟეტპესი 2:1 დაამარცხა

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა “ლანჩხუთი” ყაზახეთის “ოკჟეტპესი” უეფას საკვალიფიკაციო მატჩში 2:1 დაამარცხა. თამაში საკმაოდ რთული იყო, ლანჩხუთელ გოგონებს ყველა სირთულესთან ერთად ცივ კლიმატთანაც მოუწიათ ადაპტაცია.

“გასვლითი თამაში გვქონდა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი. შანსები იყო 50/50-ზე. ჩვენ მომზადებასთან ერთად, რწმენაც გვქონდა, რომ მოვიგებდით. პირველ წუთებზე გაგვივიდა გოლი და მთელი პირველი ტაიმი ვაგებდით, შემდეგ ძალიან მოვინდომეთ და შემოვატრიალეთ ანგარიში, თამაში 2:1 მოვიგეთ. ბოლო წუთამდე მთელი გუნდი თავდაუზოგავად ვბრძოლობდით.
ისტორია დავწერეთ, ჯერ არ ყოფილა იმის პრეცენდენტი, რომ ქართული გუნდი გასულიყოს საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჩვენ ეს შევძელით, მოვიგეთ. ძალიან გახარებულები ვართ. ველოდით ამ გამარჯვებას, კარგად ვიყავით მომზადებული. ყველა სირთულესთან ერთად, პრობლემა იყო კლიმატი, მატჩის წინა დღეს ჩამოვედით აქ და აქაურ კლიმატთან შეგუება, ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა, ვერანაირმა დაბროლებამ ვერ შეგვაჩერა, მოვიგეთ”, – მატჩის შემდგომი პირველი ემოციები “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის “ლანჩხუთის” ფეხბურთელმა ნინი ჩხარტიშვილმა გაუზიარა.

“ოკჟეტპესთან” თამაშში ორივე გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა. ხატია საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელი და ქალთა ლიგის ბომბარდირია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები