სამეგრელოში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 67

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 522 ნიმუშებიდან 97 -ზე დადებითი პასუხია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“56 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 13 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში, 9 შემთხვევა სენაკში, 6 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 5 შემთხვევაა ჩხოროწყუში, 4 შემთხვევა დაფიქისრდა აბაშაში, 3 შემთხვევა გვაქვს ხობში და 1 ინფიცირებული არის უცხო ქვეყნის მოქალაქე.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 137 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 67 პირი”, – ნათქვამია გუბერნიის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 108 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები