სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 29 პირი დაინფიცირდა

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 29-ით გაიზარდა.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან დაინფიცირებულთა შორის არიან სამედიცინო პერსონალიც. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ კორონავირუსი ასპინძის სასწრაფოს ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა. დაინფიცირებულთა შორის არიან ნინოწმინდის კლინიკის სამედიცინო პერსონალიც.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, 2 295 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა ; აჭარაში – 387; იმერეთში – 387; ქვემო ქართლში – 166; შიდა ქართლში – 133; გურიაში – 27; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 97; კახეთში – 47; მცხეთა-მთიანეთში – 33; სამცხე-ჯავახეთში –29; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ხოჯევანიშვილის განმარტებით აქტიური შემთხვევების რაოდენობა დღეისთვის არის 15 240, აქედან 4 355 საავადმყოფოში მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები