რუსთავში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

“ რუსთავის ცხელების ზონებში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 4 რუსთავის ცხელების ცენტრში, 2 კი კლინიკა “რუსთავში” დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 2 შუახნის პაციენტია, ორი კი ერთი ოჯახის წევრები არიან”, – გვითხრეს რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 166 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები