თერჯოლაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული 7კმ გზა და ხიდ-ბოგირები მოეწყო

მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან 7 კმ გზა მოეწყო ბეტონის საფარით, ასევე შეკეთდა სტიქიის დროს დაზიანებული ხიდ-ბოგირები, საყრდენი კედლები და სანიაღვრე არხები.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი მირზა ქოჩიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ გოდერძი თურქაძე გოდოგანში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხიდ-ბოგირი მოეწყო.

„აქ არსებული გადასასვლელი ძლიერი წვიმის დროს ჩაინგრა და ოჯახი სოფელთან დასაკავშირებლად საცალფეხო ბილიკით სარგებლობდა, რაც საფრთხის შემცველი იყო. ხიდ-ბოგირი დასრულებულია, მოაჯირები უახლოეს მომავალში დამონტაჟდება და ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვნები, უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას. ადგილობრივი ხელისუფლებისათვის თითოეული ოჯახის პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანია,” – აღნიშნა მანუჩარ რობაქიძემ.

 

„დახმარებისათვის მერიას მივმართეთ, ხელმძღვანელი პირები მოვიდნენ, დაათვალიერეს, დაგვპირდნენ დახმარებას და დანაპირები შეგვისრულეს. დიდ მადლობას ვუხდით ადგილობრივ ხელისუფლებას ჩემი ოჯახის პრობლემის გულთან მიტანისა და რეაგირებისათვის,” – განაცხადა ოჯახის დიასახლისმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები