აჭარაში კორონავირუსის 387 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 9 პაციენტი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. რეგიონში კორონავირუსის 387 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 165 კოვიდ დადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 8954 პირი.

აჭარაში საავადმყოფოებში – 690 მკურნალობს. რეგიონში 84 მძიმე პაციენტია. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 72.
აჭარაში კოვიდ სასტუმროებში 1 180 – პაციენტი რჩება. ​საკარანტინე სივრცეში კი 1 392 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები