მარნეულში დედა-შვილი მოკლეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში ქალი და მისი 22 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.
ამ ეტაპზე, ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.
გარდაცვლილები ექსპერტიზაზე, პროზექტურაში არიან გადასვენებული.