ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი ადამიანი მოათავსეს.
არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რა დროსაც ქალმა კისრის მოტეხილობა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.