კორონავირუსით მარტვილში 31 წლის ქალი გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტში 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, ქალს თანმხლები ქრონიკული დაავადებაც ჰქოდა.

ინფიცირებული მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა.
„დღეს გარდაიცვალა მარტვილის მკვიდრი, 31 წლის თ.კ. მოქალაქე დაავადებული იყო მენინგოკოკცემინით, დაუდასტურდა კოვიდი”,- აღნიშნეს სამხარეო ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, სამეგრელოში დღეს კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 73 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები