ამბროლაურში ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ამბროლაურში, კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს
მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხწიძემ დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 1 320 000 ლარს შეადგენს.
ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს.