შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შიდა ქართლი ბოლო 24 საათში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
გულედანის თქმით, კორონავირუსით 81 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
ამ დროისთვის, რეგიონში კოვიდინფიცირების 1 036 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას გადის 507 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდკლინიკებში. თვითიზოლაციაში რჩება 10 425 ადამიანი.