მარტვილის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „Construction Service“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

აღნიშნული ხიდი ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა.

2013 წლიდან დღემდე აშენდა და რეაბილიტირდა 36 ხიდი, 2019 წელს მოეწყო სალხინო-ტალერის დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები