ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის გოგო გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდას კორონავირუსი ჰქონდა და ის კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს.
“კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს”, – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
ახალგაზრდა ქალი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.
ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ აწუხებდა. ის დედისგან დაინფიცირდა და სახლში მკურნალობდა. ექმიმების განმარტებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა მოულოდნელად დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს.