ბათუმში ოპოზიცია აქციას გეგმავს

ბათუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციას აანონსებს. აქცია აჭარის მთავრობის სახლთან 17:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი მსვლელობა ქალაქის ქუჩებში იგეგმება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძირითადი ლოკაციები გმირთა ხეივანი, ბაქოს, ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩები იქნება, საიდანაც მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით მთავრობის სახლისკენ გადაინაცვლებენ.

როგორც “ნაცმოძრაობაში” ამბობენ, მათი მთავარი მოთხოვნა არჩევნებში სხვადასხვა პარტიისთვის მიცემული ხმების დაცვაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები