გოგა ჩანადირი: სიკეთე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მომავალი თაობა არ გაბოროტდეს და განათლებას დაეწაფოს

სიკეთე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მომავალი თაობა არ გაბოროტდეს და განათლებას დაეწაფოს, -ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და ასპინძაში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ 5 და-ძმის ფოტოებს აქვეყნებს.

გოგა ჩანადირმა თანამოაზრეების დახმარებით გელაშვილებს კომპიუტერი ჩაუტანა და 2 თვის ინტერნეტიც ჩაურთო, რაც ბავშვებს დისტანციურ სწავლებაში ხელს შეუწყობს.

“ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში 5 და-ძმა ცხოვრობს. გელაშვილები არიან.
მათ პაპა ზრდის, რომელიც ავადმყოფობს.
უფროსი და ცოტა ხნის წინათ გახდა სრულწლოვანი. ვასო კი მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ სკოლიდან გამოვიდა, რომ საოჯახო საქმეები ითავოს.
ბავშვებს მამა არ ჰყავთ. დედის კვალი კი არ იციან.
ცხოვრობენ სოფლის უკიდურეს განაპირას. თითოეული მათგანის თვალებში მაინც ამოიკითხავთ წესიერებას.
მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ თამაზ ბექაიას, რომელიც ამ ოჯახს შეეწია და დახმარება მომავალშიც აღუთქვა. ამასთანავე, ბატონმა თამაზმა მათთან დისტანციური სწავლებისთვის კომპიუტერი გამატანა. 2 თვის ინტერნეტიც ჩავურთეთ.
ასევე, დიდი მადლობა თეონა ოთანაძეს, რომელმაც გელაშვილების ოჯახთან დამაკავშირა.
ამ სიკეთის შემდეგ ბავშვებში იმედის ნაპერწკლები აინთო.
სიკეთე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მომავალი თაობა არ გაბოროტდეს და განათლებას დაეწაფოს”- წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები