ცაგერში რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში ალპანისა და ზუბის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.
როგორც „რეგიონული კვირას“ ცაგერის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის დირექტორმა მარინა ბურჯალიანმა განუცხადა, N2 საბავშვო ბაღში აღმზრდელი და მედდა, სოფელ ალპანაში კი აღსაზრდელი კორონავირუსით დაინფიცირდა.
„რაც შეეხება ზუბის საბავშვო ბაღს, აქ მუშაობა იმის გამო შევაჩერეთ, რომ ჩუტყვავილას შემთხვევები აღსაზრდელებში მასობრივად დაფიქსირდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა ჯანდაცვის სამსახურმა ერთობლივად მიიღო“,-განაცხადა მარინა ბურჯალიანმა.
ცნობისათვის, ცაგერის მუნიციპლიტეტში სულ 16 საბავშვო ბაღია.