რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დადასტურდა. როგორც „რეგიონულ კვირას“ ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში განუცხადეს, 2 შემთხვევა ამბროლაურში, ერთი კი ცაგერის მუნიციპალიტეტშია.

ლენტეხში დილის მონაცემებით კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი 400-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით ამბროლაურში 34, ლენტეხში-25, ცაგერში- 37 დადასტურებული შემთხვევაა.
ახალ შემთხვევებზე ეპიდემიოლოგებმა და სპეციალისტებმა შესაძლო კონტაქტების მოძიება უკვე დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები