კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულდა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა.

თელავის სასწრაფო დახმარების სამსახურის 4 თანამშრომელს ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. კორონავირუსი გამოუვლინდა 37 კვირის ორსულსაც, რომელიც სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან დაინფიცირდა. ასევე კოვიდდადებითია სოფელ წინანდლის ერთ პედაგოგიც, რომელიც დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

COVID-19 აღმოაჩნდა გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის 2 და ენერგოდისტრიბუციის 2 თანამშრომელს, ასევე საბავშვო ბაღის პედაგოგს და
“თიბისი” ბანკის თანამშრომელს, რომელიც უკვე არსებულ კლასტერს ეკუთვნის. ვირუსი დაუდასტურდა კრიმინალური პოლიციის ექსპერტსაც.

სიღნაღში დაინფიცირებულია სკოლის პედაგოგი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ჯუგაანის სოფლის რწმუნებული. ამ შემთხვევაშიც ეპიდემიოლოგების მიერ კონტაქტების მოძიება გრძელდება.

საგარეჯოში ვირუსი დაუდასტურდა შემოსავლების სამსახურის კლასტერის კონტაქტს და თოხლიაურის ღვინის ქარხნის თანამშრომელს, გრძელდება ეპიდკვლევა

ვირუსის მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი -199, დედოფლისწყარო -21 გურჯაანი- 141, სიღნაღი -54, ყვარელი -82, ლაგოდეხი – 60, ახმეტა -36, ხოლო საგარეჯო -26 მოქალაქე.

ამ ეტაპზე მკურნალობას 445 ადამიანი გადის, მათ შორის 398 – ბინაზე, 2 მკურნალობს კარანტინში და 45 იმყოფება კოვიდკლინიკაში. სულ რეგიონში 153 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები