აჭარაში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 5 პაციენტი – ასეთია ეპიდ- ვითარება აჭარაში. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 280 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ რომ ინფიცირებულების ნაწილი გადაყვანილია კოვიდსასტუმროებში, ნაწილი კი მკურნალობას შესაბამის კლინიკებში განაგრძობენ.
გარდაცვლილებს შორის არიან – 70, 82, 61 და ორი 80 წლის პაციენტები. მედიკოსების თქმით, მათ კოვიდ-19-თან ერთდ თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები