ქუთაისში კორონავირუსს 57 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტი მკურნალობის კურსს კლინიკა “ბომონდში” გადიოდა.
პაციენტი კლინიკაში 18 ოქტომბერს ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შევიდა.
“პაციენტს ჰქონდა გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
კლინიკაში შემოსვლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – თქვა “ბომონდის” კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.
ამ დროისთვის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 110 პაციენტი გადის, მათგან 25 ორსულია. სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსი 250-მა პაციენტმა დაამარცხა.