სამეგრელოში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 73
სამეგრელოს მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 400-მდე ბიოლოგიური ნიმუშებიდან 200 -ზე დადებითი პასუხია, – ამის შესახებ ინფორმაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწმიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.
“143 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 11 დაფიქსირდა ხობში, 7 შემთხვევა, წალენჯიხაში, 2 შემთხვევა კი ჩხოროწყუში. დანარჩენი შემთხვევა კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება.
მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 125 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე”,- ნათქვამია გუბერნიის პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 პირი.
რაც შეეხება, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებ, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 103 ადამიანი იმყოფება.