აჭარის უმაღლეს საბჭოში უსკოს მონაცემებით, მანდატების უმრავლესობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ხმის დათვლის პროცესი დაასრულა.
ამ დროისთვის პროპორციულ არჩევნებში 45%-ით ქართული ოცნება ლიდერობს.
უსკოს განახლებული მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 45.86%
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ – 33.95%
“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 2.85%
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 3.29%
ლელო – 3.05%
გირჩი – 1.67%
ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა – 1.04%.
დათვლილია 373 უბანი, ხმათა 100%.